აშშ-მა „ჰამასის“ ლიდერებს ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა

შეერთებულმა შტატებმა “ჰამასის” ლიდერს, იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე ცნობილ ფიგურას გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.
-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ ექვს წევრს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა, ტერორიზმის დასაფინანსებლად შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.
აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, ბრალდებულები პასუხისმგებლები არიან “ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის კამპანიის ათწლეულის მანძილზე დაფინანსებასა და წარმართვაზე”.
„ჯგუფი ასევე ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ მცდელობებს, რომელიც მიმართული იყო ს სახელმწიფოს განადგურებისა და ამ მიზნის მხარდასაჭერად მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისკენ”, – აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
მისი თქმით, „ჰამასის“ წევრებმა დახოცეს მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, ახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას ქალთა მიმართ. გენერალურმა პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასმა” მოკლა 1200-ზე მეტი ადამიანი და განახორციელა ებრაელების ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ.
„ჰამასის“ სხვა ბრალდებულ წევრებს შორის არიან : ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე, ორგანიზაციის შეიარაღებული ფრთის ლიდერის მოადგილე მარვან ისა, ხალედ მაშაალი, რომელიც ჯგუფს ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს გარეთ მარვან ისა, მუჰამედ დეიფი და ალი ბარაკა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული პირების ნაწილი გარდაცვლილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან