აშშ-მა წითელი ზღვის საჰაერო სივრცეში შეცდომით საკუთარი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო

აშშ-ის სამხედრო ძალებმა იემენის სანაპიროსთან ოპერაციის დროს შემთხვევით საკუთარი F/A-18 Hornet ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. -ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, ერთ-ერთმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა.
„სარაკეტო კრეისერმა USS Gettysburg-მა შეცდომით გაუხსნა ცეცხლი გამანადგურებელს, რომელიც ავიამზიდ Harry S. Truman-იდან აფრინდა. ინციდენტი არ იყო დაკავშირებული მტრის ცეცხლთან, მიმდინარეობს ყოვლისმომცველი გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სამხედროები რეგიონში იმყოფებიან იემენელი ჰუსიტების დაჯგუფებების მხრიდან მიმდინარე საფრთხის გამო. 21 დეკემბერს ამერიკულმა ძალებმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუსიტების პოზიციებზე იემენის დედაქალაქ სანას მახლობლად. ამერიკელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს რამდენიმე ჰუსიტური დრონი და ფრთოსანი რაკეტა.
ცნობისთვის, ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ, ისლამისტების მოკავშირე მეამბოხეები რეგულარულად ახორციელებენ თავდასხმებს რაკეტებით, დრონებით ს ტერიტორიაზე და წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე. საპასუხოდ, ამერიკულ სამხედრო ძალებს ჰუსიტების ობიექტებსა და შეიარაღებაზე მიაქვს იერიშები. აშშ-სთან ერთად წითელ ზღვაში თავდასხმების პრევენციის ოპერაციებში სხვა დასავლური ქვეყნებიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობს.
წყარო: 1 არხი