აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს შესაძლებლობას გაათავისუფლოს უნგრეთი სანქციებისგან, რომელიც რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ არის მიღებული. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“უნგრეთს ძალიან უჭირს ნავთობისა და გაზის მიღება რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყნისგან — მათ ხომ პორტები არ აქვთ. მაგრამ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ( თურქეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი,სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა) ამ მხრივ პრობლემა არ აქვს და ისინი კვლავ ყიდულობენ ნავთობსა და გაზს რუსეთიდან”, – თქვა აშშ-ის პრეზედენტმა დონალტ ტრამპმა..
მისივე თქმით, ევროპამ საშინელი შეცდომები დაუშვა მიგრაციის საკითხში.
“ევროპამ საშინელი შეცდომები დაუშვა მიგრაციის საკითხში — ორბანს კი არ დაუშვია შეცდომა ამ მიმართულებით. ორბანს ყველა პატივს სცემს და ზოგს ის ასევე მოსწონთ , მეც ვაფასებ და პატივს ვცემ მას.. ის ძალიან წარმატებული იქნება მოახლოებულ არჩევნებში”, – ამბობს ტრამპი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, თქმით, დაინტერესებულია უკრაინის მშვიდობით.
“მთავარი საკითხი ისაა, რომ ჩვენ უკრაინის მეზობლად ვართ, სადაც მიმდინარეობს ომი. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და გვინდა თქვენთან განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას”.
“უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ აშშ და ევროპაში კი პატარა უნგრეთი უჭერს მხარს”, – ამბობს ორბანი




