-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის

აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის
-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თამარ ტალიაშვილს ყველა ის უნარი და ცოდნა აქვს, რაც აუცილებელია პროფესიონალი დიპლომატისთვის, მათ შორის ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხების სიღრმისეული ცოდნით თვალსაზრისით
„მისასალმებელია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემჭიდროებულ ვადებში თანხმობა გასცა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, რათა ის ვაშინგტონში დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, ეს იქნება კარგი დასაწყისი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის და ახალ ეტაპზე აყვანისთვის. ამ მხრივ, იმედიანად ვართ განწყობილი. თამარ ტალიაშვილს ყველა ის უნარი და ცოდნა აქვს, რაც აუცილებელია პროფესიონალი დიპლომატისთვის, მათ შორის ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხების სიღრმისეული ცოდნით თვალსაზრისით. ორივე ქვეყნის მხრიდან მცდელობაა, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. აქ მნიშვნელოვანი იქნება, ვნახოთ, ორივე ქვეყანას რა ინტერესები გვაქვს და ეს ინტერესები მაქსიმალურად გადაიტვირთოს. ელჩების მთავარი ფუნქციაც იქნება საერთო ინტერესების გამოკვეთა და ამ ინტერესებზე მუშაობა. წინა ელჩების მიერ ურთიერთობები იმდენად გაფუჭებული და დაზიანებულია, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება. მთავარია, ჩვენც და ამერიკაც მონდომებული ვართ, რომ მაქსიმალურად ვნახოთ საერთო ინტერესები და ამ ინტერესების საფუძველზე აღვადგინოთ ურთიერთობები“, – განაცხადა მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში