აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ზე წვრთნებისა და მათი მოვლის მიყიდვის პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ცნობით დამტკიცდა პაკეტი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლის მიყიდვაა გათვალისწინებული. სავარაუდო ღირებულება $310,5 მილიონია.
„ეს მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით“, – წერია -ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.
2022 წლის თებერვალში ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ასობით ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ორი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შესახებ მიუთითებს – ომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა