აშშ-მა უკრაინას 988 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაა 988 მილიონი დოლარია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
დახმარების პაკეტი მოიცავს დრონებს, აღჭურვილობას, კომპონენტებსა და სათადარიგო ნაწილებს საარტილერიო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შესაკეთებლად და კაპიტალური რემონტისთვის და საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.
„ეს არის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარების ოცდამეორე პაკეტი. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-ამდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და მასთან ასოცირებული შესაძლებლობების კოალიციების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს მხარდაჭერა, რომელიც ს სჭირდება ომის მოსაგებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.