აშშ-მა უკრაინას 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

-მა ს 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.

არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS და HIMARS სისტემებისთვის,155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
პაკეტში ასევე შედის 15 მილიონზე მეტი ტყვია, ასაფეთქებელი დაბრკოლებების გასასუფთავებლად, სათადარიგო ნაწილები, სამედიცინო აღჭურვილობა, “სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობა”.

ცნობისთვის, ეს მიმდინარე წლის ბოლო სამხედრო დახმარებაა.