აშშ-მა უკრაინას $175 მლნ ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა (DoD) უკრაინისთვის ახალი, 175 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.
175 მილიონიანი პაკეტი მოიცავს AIM-9M და AIM-7 რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, HARMs-ის რაკეტებს, ჯაველინის და AT-4 ჯავშანტექნიკის სისტემებს,
4 მილიონზე მეტ ტყვიას და სხვადასხვა აღჭურვილობას.
2021 წლის აგვისტოდან ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის 42-ე ტრანში DoD-ის მარაგებიდან უკრაინისთვის.
„შეერთებული შტატების ლიდერობა ცენტრალურია გლობალური კოალიციის შესანარჩუნებლად, რომელმაც საშუალება მისცა უკრაინის მამაც ძალებს, წარმატებით დაეცვათ საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და დაებრუნებინათ რუსი დამპყრობლების მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა მალე მიიღოს ზომები და დაამტკიცოს პრეზიდენტის მოთხოვნა უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების თაობაზე, რათა უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება“, — აცხადებს პენტაგონი.
პენტაგონი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის დახმარება არის ბრძნული ინვესტიცია თავად -ის ეროვნულ უსაფრთხოებაში, ხელს უწყობს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებასა და ამერიკელი ხალხისთვის მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო რეგიონში — უფრო დიდი ომის თავიდან აცილებას და პოტენციური აგრესიის შეკავებას სხვაგან.
კონგრესს პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
„თუ კონგრესი არ იმოქმედებს პრეზიდენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს იქნება უსაფრთხოების დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ს. უკრაინის დახმარება რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში ხელს უწყობს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გლობალურ სტაბილურობას მთელს მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება კონგრესმა სასწრაფოდ იმოქმედოს“, — აცხადებს ბლინკენი.
სექტემბერში თეთრმა სახლმა კონგრესს სთხოვა, დაამტკიცოს 100 მილიარდზე მეტი დოლარის დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც დაფინანსებას უკრაინისა და სთვის, ასევე სამხრეთ საზღვრის დაცვის ზომების უზრუნველსაყოფად. პაკეტზე შეთანხმება კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ნაწილის ოპოზიციის გამო ვერ ხერხდება. რესპუბლიკელები ისრაელისა და უკრაინის გამიჯვნას, ასევე საზღვრის უსაფრთხოებაზე მეტად კონცენტრირებას ითხოვენ.