აშშ-მა უკრაინას თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრესრელიზის მიხედვით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის პენტაგონის ბიუჯეტიდან 988 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
“დღეს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად საგრძნობ თანხას გამოყოფს, რომელიც ქვეყანას გამარჯვებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს. მიიღებს საბრძოლო მასალას, რომელიც სარაკეტო სისტემებისთვის არის საჭირო, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ეს პაკეტი ასევე მოიცავს ტექნიკური და სარემონტო პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც დაეხმარება უკრაინას აღადგინოს შეიარაღებული ძალები, განავითაროს და შეინარჩუნოს საბრძოლო ძალა”, – წერია ინფორმაციაში.
დახმარების პაკეტი მოიცავს:
საბრძოლო მასალა საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS); უპილოტო თვითმფრინავის სისტემები; აღჭურვილობა, კომპონენტები და სათადარიგო ნაწილები საარტილერიო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მოვლის, შეკეთებისა და კაპიტალური რემონტისთვის.
წყარო: მთავარი არხი