-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ქართველ მოსამართლეს, გოჩა ლორდქიფანიძეს სანქციები დაუწესა.
შესაბამის განცხადებას -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
ლორთქიფანიძის გარდა, ასევე, დასანქცირდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონღოლი მოსამართლე, ერდენებალსურენ დამდინი.
“ეს პირები პირდაპირ არიან ჩართულნი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მცდელობებში გამოიძიონ, დააპატიმრონ, დააკავონ ან გაასამართლონ ს მოქალაქეები, ს თანხმობის გარეშე…
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის…
სასამართლოსადმი ჩვენი მესიჯი ცხადია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, უარყოფენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას”, – განაცხადა რუბიომ.
გოჩა ლორთქიფანიძე 2020-2021 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.