-მა სანქციები დაუწესა ჰააგის მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძეს „ს არალეგიტიმურად მიზანში ამოღების გამო“

შეერთბულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძეს, რის საფუძვლადაც დაასახელა მის მიერ „ს არალეგიტიმურად მიზანში ამოღება“.
მასთან ერთად სანქციები დაუწესეს მოსამართლეს მონღოლეთიდან, ერდენბალსურენ დამდინს.
· გოჩა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2020-21 წლებში;
· მანამდე, 2013-2020 წლებში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ;
· იგი 2021 წელს დაინიშნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მოსამართლის ფიცი 2021 წლის 10 მარტს დადო.
· ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
· 2020 წლის წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.
„ეს პირები პირდაპირ მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის მოქალაქეების გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მცდელობებში ისრაელის თანხმობის გარეშე“, – განაცხადა დღეს, 18 დეკემბერს -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
· მისი თქმით, ლორთქიფანიძემაც და დამდინმაც „ხმა მისცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 15 დეკემბერს ისრაელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას“.
· ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატამ 15 დეკემბერს დაბლოკა ისრაელის სარ ელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა, შეეჩერებინა გამოძიება ღაზაში „პალესტინელი ხალხის გენოციდური ომის შესახებ“.
რუბიოს განცხადებითვე, ჰააგის სასამართლო „აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც საშიშ პრეცედენტს ქმნის ყველა ერისთვის“.
„ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს და არასწორად აქვემდებარებს აშშ-სა და ისრაელის მოქალაქეებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
· დონალდ ტრამპს სანქციები აქვს დაწესებული ჰააგის სასამართლოსთვის 2025 წლის თებერვლიდან.
· აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2025 წლის 6 თებერვალს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ICC-მ უფლებამოსილებით ბოროტად ისარგებლა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების უსაფუძვლო ორდერები გასცა.
· სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის ნოემბერში გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
· ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.
· ისრაელის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას აბსურდულსა და ანტისემიტურს უწოდებს.
ფორუმი