აშშ-მა სანქციები გააფართოვა იმათ მიმართ, ვინც ჰამასს აფინანსებს ამერიკასა და ევროკავშირში

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გააფართოვა სანქციები რადიკალური დაჯგუფება ჰამასის დაფინანსების წყაროების წინააღმდეგ (ჰამასი -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).
სანქციების სიაში შედის ოთხი პირი და ერთი ორგანიზაცია, რომელიც ქველმოქმედების საფარქვეშ აგროვებს თანხებს ჰამასისთვის.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში მითითებულია, რომ სანქციების სიაში მოხვდა ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი, თურქეთში მცხოვრები იემენის მოქალაქე ჰამიდ აბდულა ჰუსეინ ალ-აჰმარი. ეს ბიზნესმენი ფლობს ცხრა კომპანიას იემენში, თურქეთში, ლიბანსა და ჩეხეთში. ისინიც შედის სანქციების სიაში. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ალ-აჰმარი ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ გვევლინება ჰამასის „საინვესტიციო პორტფოლიოსა“, რომლის მეშვეობითაც დაჯგუფებამ 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები მოიპოვა. 2013 წლიდან ალ-აჰმარი ასევე ხელმძღვანელობს ლიბანის ალ-კუდსის საერთაშორისო ფონდს, რომელიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქველმოქმედების საფარქვეშ აფინანსებს ჰამასს.
სანქციების სიაში ასევე შედის ევროპაში მცხოვრები სამი პირი, რომლებიც ჰამასის ფინანსური წარმომადგენლები არიან ევროკავშირის ქვეყნებში: მოჰამედ ჰანუნი იტალიაში, მაჯიდ ალ-ზეჰერი გერმანიაში და ადელ დაგმანი ავსტრიაში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ ჰამასი და მისი მოკავშირეები აგროვებენ თანხებს, თითქოსდა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგრამ სინამდვილეში თანხა მიდის ჰამასის სამხედრო ფრთის მხარდასაჭერად. ტრანზაქციები ხშირად ხორციელდება არალიცენზირებული ბანკების მეშვეობით, როგორიცაა ასევე სანქცირებული Al-Intaj Bank-ი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება მიღებულია 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის წლისთავზე, რომლის დროსაც დაიღუპა 1200-ზე მეტი ისრაელელი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, ხოლო დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს. მათგან 97 მძევლად რჩება ღაზის სექტორში, ზოგიერთი მათგანი, როგორც ცნობილია, მოკლულია.
7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ ს მიერ ღაზაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 41 ათასზე მეტი პალესტინელი, მათი დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები არიან.
ფორუმი