-მა სათბურის აირებთან ბრძოლა შეაჩერა, რაც, თეთრი სახლის დათვლით, ავტომწარმოებლებს თითოეულ მანქანაზე ხარჯს 2 400 დოლარით შეუმცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეცვალა ობამას ეპოქის საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც სათბურის აირების ემისიებთან ბრძოლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი ავტომწარმოებლებს თითოეულ მანქანაზე გაწეულ ხარჯს 2 400 დოლარით შეუმცირებს.
გადაწყვეტილება მყისიერად აჩერებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის სტანდარტებს და გზას უხსნის სხვა გარემოსდაცვითი რეგულაციების გაუქმებას.
თეთრმა სახლმა ამ ნაბიჯს „ამერიკის ისტორიაში უდიდესი დერეგულაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს მანქანებს გააიაფებს, რადგან ავტომწარმოებლებს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულ ხარჯს 2 400 დოლარით შეუმცირებს. შეერთებული შტატების კლიმატის პოლიტიკას ეს გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას აყენებს.
სათბურის აირების ემისიების უმსხვილესი წყაროა, რომელიც დედამიწაზე გლობალურ დათბობას იწვევს.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია