-მა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანეში მისი დევნის ოპერაციას ატარებდა. ნათქვამია -ის ევროპული სარდლობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ტანკერი, რომელსაც თავდაპირველად Bella1 ერქვა, აშშ-მა 2024 წელს დაასანქცირა, ვინაიდან, ის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი იყო და უკანონო ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა.
აღინიშნება, რომ ტანკერის დაკავების ოპერაციაში აშშ-ის სამხედროები და სანაპირო დაცვა მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, აშშ-ის სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეში სცადა, როდესაც ის ვენესუელას მახლობლად იყო, თუმცა ვერ შეძლო. გარკვეულ მომენტში გემის ეკიპაჟმა მასზე რუსული დროშა დახატა, რათა ეჩვენებინა, თითქოს ის ს დაცვის ქვეშ ოპერირებს. მალევე, აღნიშნული ნავთობტანკერი ს გემების ოფიციალურ რეესტრში გაჩნდა ახალი სახელით – Marinera, თუმცა, CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ სტატუსს არ აღიარებს და გემს ახლაც არცერთი ქვეყნის საკუთრებად არ მიიჩნევს.