-მა რუსული ბანკის, “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა ბოლო არასანქცირებული რუსული ბანკის, “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას -ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები ფაქტობრივად, გლობალური ფინანსური სისტემიდან გამორიცხავს რუსულ “გაზპრომბანკს” და მის ექვს შვილობილ კომპანიას, რომლებიც ლუქსემბრუგში, ჰონგ-კონგში, კვიპროსში, შვეიცარიასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარეობენ.
აშშ-ის თანახმად, “გაზპრომბანკს” უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენ არხად იყენებდა. ასევე, მოსკოვი ამ ბანკის მეშვეობით უხდიდა თავის ჯარისკაცებს (მათ შორის საბრძოლო ბონუსებს) და კომპენსაციებს ურიცხავდა საბრძოლო ქმედებებში გარდაცვლილთა ოჯახებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრალიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა აქამდე დაასანქცირეს “გაზპრომბანკი”
ცნობისთვის, აქამდე აშშ თავს იკავებდა “გაზპრობანკის” წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან, ძირითადად იმის გამო, რომ ევროპულ ქვეყნებს შესაძლებლობა ჰქონოდათ გაეგრძელებინათ რუსული გაზისთვის გადახდების განხორციელება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას