აშშ-მა ორბანის მთავრობის „პროპაგანდის მინისტრს“ მაგნიტსკის სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგნიტსკის სანქციების სიაში შეიყვანა ანტალ როგანი — უნგრეთის პრემიერის ოფისის ხელმძღვანელი მინისტრი, რომელსაც ს „კარდინალ რიშელიედ“ ან „მედია-მარიონეტების მმართველად“ მოიხსენიებენ. მას ასევე უწოდებენ უნგრეთის „პროპაგანდის მინისტრს“ იმის გამო, რომელიც აკონტროლებს კომუნიკაციების ეროვნულ ოფისს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და უნგრეთის ტურიზმის სააგენტოს.
-ის სანქციების საფუძვლად დასახელებულია როგანის კორუფციაში მონაწილეობა.
„როგანმა თავისი როლი გამოიყენა საკუთარი თავის და მისი პარტიის ერთგული თანამოაზრეების გასამდიდრებლად. მოაწყო სქემები, რომლებიც მიზნად ისახავდა უნგრეთის ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიული სექტორის გაკონტროლებას და ამ სექტორებიდან შემოსავლების გადატანას პოლიტიკური პარტიის მიმართ ერთგული პირების დასაჯილდოებლად“, — აცხადებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი.
მაგნიტსკის სანქციები ითვალისწინებს როგანის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის დაბლოკვას. ასევე სანქციები ეხება ნებისმიერ ეკონომიკურ ობიექტს, სადაც როგანი პირდაპირ ან ირიბად ფლობს 50%-ს.
გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას როგანთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი