აშშ-მა ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სანქციები მოუხსნა

აშშ-მა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანტალ როგანს სანქციები მოუხსნა.
ანტალ როგანი ვიქტორ ორბანის უახლოესი გარემოცვის წევრია და მას სანქციები ს ადმინისტრაციამ 7 იანვარს დაუწესა. ბიადენის ადმინისტრაციამ როგანი „მაგნიტსკის სიაში“ კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის გამო შეიყვანა. -ის წინა ადმინისტრაცია როგანს ადანაშაულებდა „ორკესტრირებულ სქემებში მონაწილეობაში, რომლებიც შექმნილია უნგრეთის ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიული სექტორის გასაკონტროლებლად“.
თუმცა ს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ანტალ როგანისთვის დაწესებული სანქციები „შეუსაბამებოა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან“.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა განაცხადა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თავის უნგრელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს ესაუბრა და აცნობა მას ამ ნაბიჯის შესახებ.
ბრიუსმა თქვა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-უნგრეთის თანამშრომლობის გაღრმავება საკვანძო საკითხებში და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები.