აშშ-მა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რა შეიძლება საქართველოს მთავრობამ გააკეთოს სერიოზულობის საჩვენებლად – აშშ-ის საელჩო

მაკა ბოჭორიშვილთან ელჩ დანიგანის თანდასწრებით -ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის შეხვედრასთან დაკავშირებით საელჩო განმარტებას ავრცელებს და იმეორებს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ს პრეზიდენტობის პირობებში.
„დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა“, – წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.
„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად“, – აცხადებს საელჩო.
„შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – წერია განცხადებაში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს… მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უაიატ ტოლკი საქართველოში ჩამოსვლამდე ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა და შეხვდა SOCAR-ის წარმომადგენლებს.
ბაქოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 3 ივნისს ხელი მოეწერა აზერბაიჯანში ნავთობის მოძიების შესახებ შეთანხმებას, რომელიც „უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“.
საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობა
· 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა;
· მანამდე ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 28 მაისს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, უპასუხა და „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, – „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“;
· ამავე დღეს, ივანიშვილის წერილამდე მცირე ხნით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ;
· ირაკლი მ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს;
· კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“;
· 21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“;
· 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act);
· 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილი დაინიშნებოდა.
ფორუმი