აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ს მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
კერძოდ, სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს შეეხო „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო”.
„მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობების თანახმად, აორგანიზებდა სქემებს, რომელთა მიზანიც უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე კონტროლის მოპოვება იყო. მინისტრმა როგანმა ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა უნგრეთში უფრო ფართო დაუსჯელობის კლიმატის სიმბოლოა, სადაც სახელმწიფოს საკვანძო ელემენტები ოლიგარქებმა და არადემოკრატიულმა აქტორებმა მიიტაცეს.
დღევანდელი გადაწყვეტილება „კორუფციის წინააღმდეგ აშშ-ის სტრატეგიის” იმპლემენტაციას ახდენს, რაც სახელმწიფოს მიტაცებას შეშფოთების სპეციფიკურ ტიპოლოგიად აიდენტიფიცირებს. შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი აქვს ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობასა და უწყვეტობაში, ისევე როგორც გლობალურად დემოკრატიის დაცვაში. ამ დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში.
ვაგრძელებთ უნგრეთის ლიდერებისთვის მოწოდებას, კორუფციას პასუხი გასცენ პროაქტიულად, ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ. უფრო გამჭვირვალე უნგრეთი წვლილს შეიტანს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსსა და უფრო წარმატებულ ევროპაში“, – ნათქვამია მილერის განცხადებაში.

ipn.ge