აშშ-მა ისრაელის ფინანსთა და უშიშროების მინისტრები ღაზადან პალესტინელების გადასახლებაზე გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა

-მა ს ფინანსთა და უშიშროების მინისტრები ღაზადან პალესტინელების გადასახლებაზე გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა
აშშ-მა ისრაელის ფინანსთა და უშიშროების მინისტრები ღაზადან პალესტინელების გადასახლების შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მსგავსი განცხადებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ჩვენ ისრაელის მთავრობამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ და თანმიმდევრულად განგვიმარტა, რომ ასეთი განცხადებები ისრაელის მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ღაზა პალესტინელების მიწად დარჩება.
„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ იმის შესახებ, რომ ღაზა არის პალესტინის მიწა და დარჩება პალესტინის მიწად, რომლის მომავალს „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს და ტერორისტული დაჯგუფებები ისრაელს ვეღარ დაემუქრებიან“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა და ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ღაზას პალესტინელ მოსახლეობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ომის დროს მიგრაციის წახალისება უნდა მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ