აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა – ირანის რეაქცია და ზარალი

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.

-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.

„ირანმა ახლა უნდა აირჩიოს მშვიდობა,“ – განაცხადა ტრამპმა შეტევის შემდეგ. „თუ ეს არ მოხდება, მომდევნო შეტევები ბევრად ძლიერი იქნება. ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ აშშ არ დაუშვებს ტერორისტულ რეჟიმი ფლობდეს ბირთვულ იარაღს.“

ირანის რეაქცია და ზარალი:

თეირანში ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ობიექტებზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. მათივე თქმით, თავდასხმის წინ ობიექტები ევაკუირებული იყო. მიუხედავად ამისა, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ საგანგებო მიმართვაში განაცხადა, რომ „ამერიკა ძვირად გადაიხდის ამ აგრესიისთვის“.

ირანის თავდაცვის უწყება მომხდარს „სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმას“ უწოდებს და ამბობს, რომ საპასუხო ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.

რეგიონული დაძაბულობა და ს პოზიცია:

აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშის ფონზე ისრაელში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ტრამპის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა: „მშვიდობა ძალით მოდის – პრეზიდენტმა ტრამპმა იმოქმედა მტკიცედ და სწორად.“

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის და ისრაელის სამხედროები კოორდინაციაში მოქმედებდნენ და ოპერაციის დაწყებამდე ისრაელს შეტევის შესახებ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ – გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, ისტორიას შეცვლის – პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის