აშშ-მა იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფები აამოქმედა – Financial Times

აშშ-მა იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფები 4 ივნისს აამოქმედა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 ივნისს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გლობალურ სავაჭრო ომს გაამწვავებს.
„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, აქამდე ტარიფები 25%-იანი იყო.
თუმცა, დიდი ბრიტანეთის ფოლადსა და ალუმინზე გადასახადები 25%-იან ნიშნულზე დარჩება – ეს ლონდონისთვის გამონაკლისია მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები აუცილებელი იყო უცხოელი მწარმოებლების მიერ დემპინგის თავიდან ასაცილებლად, რაც „ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“.