აშშ-მა ვეტო დაადო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტს

20 თებერვალს -მა კვლავ ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც აშშ-ში და ევროპის კავშირში ტერორისტულად აღიარებულ დაჯგუფებას ჰამასს და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ – დროებით შეწყვეტას ეხება. 15 წევრიან ორგანოს – უშიშროების საბჭოს ცამეტმა წევრმა მხარი დაუჭირა ალჟირის მიერ შემუშავებულ ტექსტს, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა.
ეს იყო 7 ოქტომბერს ომის დაწყებიდან აშშ-ის მესამე ვეტო რეზოლუციის პროექტზე გაეროს უშიშროების საბჭოში.
7 ოქტომბერს ისრაელში ჰამასის შეჭრის შემდეგ, როცა 1200 ადამიანი დაიხოცა და 240 მძევლად იქნა აყვანილი, ს არმია ბომბავს ღაზის სექტორს, სადაც განთავსებული ჰამასის რაზმების სრული განადგურება დაისახა მიზნად.
ღაზის სექტორის მოსახლეობა ომის პირობებში უკიდურესის განსაცდელის პირას აღმოჩნდა, ალყაშემორტყმულ რეგიონში სურსათის, წყლის, მედიკამენტების ნაკლებობაა. სულ, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციის მანძილზე დახოცილთა რიცხვი 29 ათასზე მეტია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 69 ათასს გადააჭარბა.
ღაზის მოსახლეობის თითქმის ნახევარი თავს აფარებს სამხრეთის ქალაქ რაფაჰს, სადაც ისრაელი სახმელეთო ოპერაცია გეგმავს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება