-მა ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა – მედია

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემები Miami Herald-ი და Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, დარტყმები ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ასევე იუწყება დაგეგმილი დარტყმების შესახებ, დარტყმების მიზანი სამხედრო ობიექტების განადგურება იქნება, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. -ში თვლიან, რომ ამ ნარკოტრაფიკით დაკავებულია ორგანიზაცია, რომელსაც ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ იმართება.
Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, ამერიკულმა დარტყმებმა „რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში“ გაანადგურონ არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაც მოახდინონ.
Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამიზნეები განსაზღვრა, რომელთა შორის სამხედრო ობიქტებია, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გამოიყენება. თუ აშშ-ის ხელმძღვანელობა საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, ეს მკაფიო სიგნალი იქნება ნიკოლას მადუროსთვის, რომ გადადგომის დრო მოვიდა.
Miami Herald-ის წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, არის თუ არა სამიზნე თავად მადურო, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მისი დრო დასარულს უახლოვდება.
„მადურო შეიძლება მალე ხაფანგში აღმოჩნდეს და შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ ქვეყნიდან გაქცევა არ შეუძლია, რომც გადაწყვიტოს. რაც უარესია მისთვის, ახლა ერთ გენერალზე მეტია, ვისაც მისი დაკავება და გადმოცემა სურს, იმის სრულიად გააზრებით, რომ ერთია სიკვდილზე ისაუბრო, და მეორეა – მის მოახლოვებას ხედავდე“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
interpressnews.ge