აშშ-მა ვახტანგ გომელაური დაასანქცირა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა მათ ფინანსური სანქციები დაუწესა.
-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.
“საქართველოში ს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვანმა ოფიციალურმა პირებმა სასტიკი რეპრესიები დაიწყეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა და ძალადობა”, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი ტ. სმითმა.