აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას და მის დირექტორს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას Fly Baghdad და მის დირექტორს, ბაშირ აბდულკადიმ ალვან ალ-შაბანს სანქციები დაუწესა.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ავიაკომპანია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს და პროირანულ შეიარაღებულ ჯგუფებს ერაყში, სირიასა და ლიბანში იარაღს აწვდის.
“ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმებისთვის გამოიყენონ” – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა.
ცნობისთვის, -ის ახალი სანქციები გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ერაყში, აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე მძლავრი სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ საჰაერო ბაზას მასიურად დაესხნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკების რაკეტებით.