-მა ერაყის ავიაკომპანიას, მის დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას, მის აღმასრულებელ დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენონ“, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა.
აშშ-მა სანქციები ერაყის ავიაკომპანია Fly Baghdad-სა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღს მთელი რეგიონის მასშტაბით აწვდის.
„აშშ ირანის უკანონო ქმედებების ჩაშლას, რომელიც რეგიონის სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად, გააგრძელებს“, – აღნიშნა ბრაიან ნელსონმა.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე რეგულარულ შეტევებს ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს