აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ნორვეგიამ და შვეიცარიამ მოზამბიკში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება დაგმეს.
„მოზამბიკის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ მოზამბიკის ხალხის დაცვაში უსაფრთხოების ძალების როლს მხარი დაუჭიროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მოზამბიკში საპროტესტო აქციები ოქტომბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. ქვეყნის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „ფრელიმოს“ კანდიდატის, დანიელ ჩაპოს გამარჯვებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მათმა კანდიდატმა, ვენანსიო მონდლეინმა გაიმარჯვა.
ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე არეულობის შედეგად, სულ მცირე, 67 ადამიანი დაიღუპა.