-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

10
-მა ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როდრიგესი გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის „ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაძლიერების მიმართულებით“ გადადგმული ნაბიჯია.
„გვჯერა, რომ ეს პროგრესი საშუალებას მოგვცემს მოიხსნას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციები, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის შექმნას და გარანტირებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, – დაწერა როდრიგესმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
მარტში ვაშინგტონმა როდრიგესი ვენესუელას ლიდერად ოფიციალურად აღიარა, რამაც მის მთავრობას საშუალება მისცა, ხელახლა გაეხსნა საელჩოები და საკონსულოები აშშ-ში და აღედგინა კონტროლი ვენესუელას საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე საზღვარგარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს – პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი