აშშ-მა და EU-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესეს

აშშ-მა 11 ირანის სანავთობო სექტორს სანქციები დაუწესა იმის საპასუხოდ, რომ ირანმა 1 ოქტომბერს რაკეტები გატყორცნა ს მიმართულებით. ეს ცნობა -ის ფინანსთა უწყებამ გაავრცელა.
ახალი სანქციების მიზანია ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შესაძლებლობის შეზღუდვა, მოგება ნახოს ნავთობის გაყიდვით, ხოლო მოგებული თანხები გამოიყენოს რეგიონში სტაბილურობისთვის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა თქვა, რომ „ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ ზომებს, რათა ირანს პასუხი ვაგებინოთ“.
ირანისთვის სანქციების პაკეტი ევროკავშირმაც მოამზადა.შეზღუდვები ეხება იურიდიულ და კერძო პირებს, რომლებიც ირანთან არიან დაკავშირებული.
სანქციებს 14 ოქტომბერს შეათანხმებენ და სხვათა შორის, ისინი დაუწესდება ავიაკომპანია Iran Air-ს. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პაკეტს უკვე 9 ოქტომბერს უთხრეს ევროკავშირის ელჩებმა თანხმობა.
ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე არ ისურვა ვინაობის საჯაროდ გამოცხადება, სთვის რაკეტების მიწოდების თაობაზე ჟურნალისტებს უთხრა 11 ოქტომბერს, რომ ბრიუსელს აქვს დასტური, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.
ეს საკითხი უზენაესმა წარმომადგენელმა [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი] დასვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან საუბარში. საინტერესოა, რომ არაყჩიმ აღიარა, რომ ირანმა რუსეთს გადასცა, როგორც ის უწოდებს, მცირე, 250 კილომეტრზე ნაკლები რადიუსის რაკეტები. მისი თქმით, ეს არ არის ბალისტიკური რაკეტები.
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ