-მა და ჩინეთმა TikTok-ის მუშაობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-ის მუშაობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს , – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი -ის სახაზინო მდივანზე, სკოტ ბესენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში კომპანია TikTok-ი აშშ-ში მუშაობის გაგრძელებას შეძლებს.
„ჩარჩო-შეთანხმება TikTok-ის აშშ-ის მიერ კონტროლირებად საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯემისონ გრირის განცხადებით, აშშ-ში TikTok-ის მუშაობის საბოლოო ვადა, რომელიც 17 სექტემბერს იწურებოდა, იმ შემთხვევაში თუ აპლიკაცია ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არ გადავიდოდა, გახანგრძლივდება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან პარასკევს ისაუბრებს.
„ევროპაში აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართულმა შეხვედრამ ვაჭრობის საკითხზე ძალიან კარგად ჩაიარა. ასევე, შეთანხმება იქნა მიღწეული „გარკვეული“ კომპანიის შესახებ, რომლის შენარჩუნებაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს ძალიან სურდათ. პარასკევს პრეზიდენტ სი ძინპინთან ვისაუბრებ. ურთიერთობა კვლავ ძალიან ძლიერი რჩება!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?