აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახაზინო მდივან, სკოტ ბესენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ბესენტმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩინეთმა TikTok-ის ამერიკულ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეთანხმება დაამტკიცა.
მოსალოდნელია, რომ TikTok-ის ამერიკული აქტივები ახალ კომპანიას გადაეცემა, რომელიც ძირითადად ამერიკელი ინვესტორების ხელში იქნება, ხოლო ჩინური ByteDance-ის წილი 20%-ზე ნაკლები იქნება, როგორც ამას ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ამერიკული კანონი მოითხოვს.
“კუალა-ლუმპურში საბოლოოდ შევაჯერეთ TikTok-ის თაობაზე შეთანხმება ჩინეთის მხრიდან დასტურის მიღების მხრივ, მოველი, რომ მისი რეალიზაცია უახლოეს კვირებსა და თვეებში მოხდება და საბოლოოდ ამ საკითხის მოგვარებას დავინახავთ,” – განაცხადა ბესენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი