-მა და ჩინეთმა სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ორმხრივი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჟენევაში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, -ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზომების 90-დღიან დაპაუზებასა და ტარიფების 10%-მდე შემცირებაზე.
„ორივე ქვეყანამ ძალიან კარგად წარმოადგინა თავისი ეროვნული ინტერესები. ორივეს გვაქვს დაბალანსებული ვაჭრობის ინტერესი და აშშ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას“, – განაცხადა ბესენტმა.
ჟენევის შეხვედრები აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ხელისუფლებაში დაბრუნდა და გლობალური სატარიფო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩინეთს განსაკუთრებით მაღალი გადასახადები დააკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს