აშშ-მა და ყაზახეთმა ლოკომოტივების მიწოდების შესახებ 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ყაზახეთმა ლოკომოტივების მიწოდების შესახებ 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას Reuters-ი -ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, ლოკომოტივების ნაწილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Wabtec-ი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ყაზახეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიას 300 ლოკომოტივს მიაწვდის.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ შეთანხმება აშშ-ისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაფორმდა.
„აღნიშნული ლოკომოტივები, ევროპასა და აზიას შორის კავშირს გააძლიერებენ, შუა დერეფანს დააკავშირებენ, ცენტრში კი ამერიკული ტექნოლოგია იქნება“, – აღნიშნა ლუტნიკმა.

ასევე დაგაინტერესებთ