აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში და იქმნება “სტრატეგიული პარტნიორობის კომისია”.
“ეს კომისია მოგვცემს სამუშაო ჩარჩოს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა მრავალ საკვანძო სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სამართლიანობის, ინკლუზიისა და კომუნიკაციის საკითხებში”, – თქვა ენტონი ბლინკენმა.