სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „თავისუფლების ფარი“ – დაიწყეს, რომლის მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა, – ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
11-დღიანი მანევრები მოიცავს სამხედრო მომზადებას კომპიუტერულ სიმულაციებში და ასევე საველე წვრთნებს. წლევანდელი წვრთნების მთავარი ელემენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის შემუშავებაა. სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრები ფხენიანის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის, დასავლეთ საზღვაო საზღვართან საარტილერიო სროლისა და რაკეტების გაშვების ფონზე დაიწყო.
წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.