აშშ-მა და რუსეთმა ჟენევაში არაფორმალური დისკუსიები გამართეს-Reuters

აშშ-ისა და ს წარმომადგენლები ბოლო თვეებში არაოფიციალურ დისკუსიებს მართავდნენ შვეიცარიაში, სადაც მათი მსჯელობის ძირითად თემა იყო ში მიმდინარე ომი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ინფორმატორთა ცნობით, მხარეები ამ დისკუსიას განიხილავდნენ, როგორც დამატებით არხს იმ კავშირისთვის, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში რესპუბლიკელი ს გამარჯვების შემდეგ ჩამოყალიბდა.
შეხვედრის მონაწილეთა შორის, როგორც ამტკიცებენ, შედიოდნენ ყოფილი დიპლომატები და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ არც ერთ არ ჰქონდა რაიმე ოფიციალური თანამდებობა და ბუნდოვანი, იმართებოდა, თუ არა ეს შეხვედრების ორი ქვეყნის ხელისუფლებების დავალებით. შვეიცარიაში გამართული შეხვედრების მონაწილეთა ვინაობა არ სახელდება. წყაროებისთვის უცნობია ასევე, იღებდნენ თუ არა ამ დისკუსიებში მონაწილეობას უკრაინის წარმომადგენლები.
სააგენტო წერს, რომ ტრამპის მცირერიცხოვანმა მრჩევლებმა იცოდნენ ამ შეხვედრების შესახებ. მაგრამ მასალაში არაფერია ნათქვამი იმაზე, იცოდა თუ არა თავად ტრამპმა ჟენევის შეხვედრების შესახებ.
მსგავსი ბოლო შეხვედრა, სავარაუდოდ, გასულ კვირაში გაიმართა და იგი დაემთხვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას. სააგენტო Reuters-ი მკითხველს შეახსენებს, რომ მსგავსის არაფორმალური შეხვედრები -ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხებზე, 2023-2024 წლებში, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევების ჩატარებამდე, გაიმართა. იმ შეხვედრებს, როგორც ამტკიცებენ, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ აზრს კარგავს შვეიცარიის არაფორმალური შეხვედრების მას შემდეგ, რაც აშშ-მა და რუსეთმა, ელ-რიადში თავიანთი პირველი ოფიციალური მოლაპარაკება გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე