აშშ-მა და მოკავშირეებმა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები გაააქტიურეს

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ, თუ რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისათვის, რომ 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები, რომელიც ამჟამად დასავლეთის ქვეყნებშია გაყინული, ს სამხედრო დახმარებაზე მიმართონ, – ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების, დიპლომატებისა და იურისტების დონეზე ბოლო კვირების განმავლობაში გააქტიურდა და თეთრი სახლი დაჟინებით მოითხოვს, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, კანადასთან, იაპონიასთან ერთად, 2024 წლის 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში ს შეჭრის მეორე წლისთავამდე, შემუშავდეს სტრატეგია იმისთვის, რომ რუსული აქტივები, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიყინა, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო