აშშ-მა და ბრიტანეთმა მიზანში ამოიღეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტების ობიექტები იემენში

აშშ-ის და ბრიტანეთის ძალებმა დარტყმები განახორციელეს იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტების ობიექტებზე – რაც მყისიერად დაგმო თეირანმა, მატულობს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თაობაზე, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე.
როგორც -ის პრეზიდენტი, განცხადებაში ამბობს, ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ აშშ და მისი მოკავშირეები “არ მოითმენენ” ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების ჯგუფის მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს წითელ ზღვაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და აშშ-ის ფლოტის წარმომადგენლებს.
მეამბოხეთა განცხადებით, განხორციელდა 73 დარტყმა, რომლებსაც სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
“ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუთიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე წითელ ზღვაში” – აცხადებს ბაიდენი, რომლის თქმითაც მისიაში ასევე მონაწილეობდნენ ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა და ჰოლანდია.
გაეროს უშიშროების საბჭო 12 იანვარს საგანგებო სხდომას იწვევს ამ დარტყმების განსახილველად.

ასევე დაგაინტერესებთ