აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში “ჰუსიტების” 8 სამიზნეზე მიიტანეს იერიში | პენტაგონი

აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში “ჰუსიტების” სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ. პენტაგონის განცხადებით, მათ იერიში 8 სამიზნეზე მიიტანეს. მათ შორის მიწისქვეშა საცავზე, რაკეტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე.
როგორც ქვეყნები აცხადებენ, დარტყმები ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა.
“ჩვენი მიზანი რჩება დაძაბულობის დეესკალაცია და სტაბილურობის აღდგენა წითელ ზღვაში”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ უყოყმანოდ დაიცავენ სიცოცხლესა და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს კრიტიკულ მარშრუტზე მუდმივი საფრთხის ფონზე.
შეგახსენებთ, -მა და დიდი ბრიტანეთმა იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე თავდასხმები პირველად 11 იანვარს განახორციელეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეს იყო პასუხი “ჰუსიტების” მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.