-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებს კიდევ ერთხელ დაარტყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, დაჯგუფება „ჰუსიტების“ ობიექტებზე ერთობლივი საჰაერო თავდასხმების ახალი სერია განახორციელეს.
პენტაგონის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში რვა სამიზნე დაარტყეს, მათ შორის მიწისქვეშა საცავსა და „ჰუსიტების“ სარაკეტო და სათვალთვალო შესაძლებლობებს.
შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია განაცხადეს, რომ ცდილობდნენ დაიცვან ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი.
”ჩვენი მიზანია დაძაბულობის განმუხტვა და სტაბილურობის აღდგენა წითელ ზღვაში, მაგრამ, მოდით, გავიმეოროთ ჩვენი გაფრთხილება „ჰუსიტი“ ხელმძღვანელობის მიმართ: უყოყმანოდ დავიცვათ სიცოცხლეს და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დარტყმები განხორციელდა ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, ეს -ის მიერ იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული მერვე დარტყმა და მათ წინააღმდეგ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მეორე ერთობლივი ოპერაციაა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა