-მა დარტყმა განახორციელა ჰუთების კიდევ ერთ ობიექტზე იემენში

აშშ-ის არმიამ 13 იანვარს დარტყმა განახორციელა იემენში ჰუთების კიდევ ერთ ობიექტზე, რომელიც, მისი დასკვნით, საფრთხეს უქმნიდა წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ ხომალდებს – ერთ დღეში მას შემდეგ, რაც -მა და ბრიტანეთმა საჰაერო იერიშები განახორციელეს ჰუთი მეამბოხეების წინააღმდეგ.
აშშ-ის არმიის განცხადებით, რადარზე აღნიშნული ჰუთების ობიექტის წინააღმდეგ “დამატებითი ქმედება” განახორციელა საზღვაო გამანადგურებელმა, USS Carney-მა, Tomahawk-ის ტიპის სახმელეთო რაკეტებით.
შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს, სამიზნე იყო 28 ადგილი და მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე.
აშშ-ის პრეზიდენტი, გამოდის გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები შესაძლოა შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა