აშშ-მა დაასკვნა, რომ უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია – მედია

ამერიკული გამოცემების ცნობით, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ და CIA-მ დაასკვნეს, რომ უკრაინას გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია, – როგორც ამას მოსკოვი აცხადებს, – და შესაბამისი მტკიცებულება ვერ იპოვეს.
გამოცემები, Wall Street Journal-ი, CNN-ი და სხვები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინას ვალდაის რეზიდენცია არ ამოუღია მიზანში.
NBC News-ი ციტირებს „საკითხში გარკვეულ“ წყაროს, რომლის თანახმადაც უკრაინას მიზანში ამოღებული ჰქონდა არა რეზიდენცია, არამედ იმავე რეგიონში არსებული სამხედრო სამიზნე.
· პუტინის რეზიდენციაზე დრონების იერიშის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, დეზინფორმაციაა, – იუწყებოდა რადიო თავისუფლება მიმდინარე კვირაში.
· არც კრემლს არ წარმოუდგენია დოკუმენტური მტკიცებულება და არც ადგილობრივ ხელისუფლებას ან მოსახლეობას გაუვრცელებია რამე სახის ფოტო ან ვიდეომასალა, რომელიც დრონების დარტყმას დაადასტურებდა.
· ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმადაც, კრემლმა „არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება“, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა.
· ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეიკი უწოდა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”