აშშ-მა დაასანქცირა საერთაშორისო ფინანსური ქსელი, რომელიც წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებს აფინანსებდა

-ის მთავრობამ დაასანქცირა საერთაშორისო ფინანსური ქსელი, რომელიც წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებს აფინანსებდა.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ოფიციალურ განცხადებაში.
“დღეს OFAC-მა დაადგინა ერთი ადამიანი და სამი ორგანიზაცია, როგორც პასუხისმგებელნი ირანის ფინანსურ დახმარებაზე, ჰუსიტების ძალებისთვის. ამ პირებმა ხელი შეუწყვეს მათთვის მილიონობით დოლარის გადაცემას საიდ ალ-ჯამალის ბრძანებით, რომელიც ასოცირდება ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან და არის აშშ-ის სანქციების სიაში.” – წერია განცხადებაში.