აშშ-მა დაასანქცირა კომპანიები, რომლებიც ირანს რაკეტებისთვის ნახშირბადის ბოჭკოების შეძენაში ეხმარებიან

აშშ-ის ხელისუფლებამ სანქციების სიაში შეიყვანა ირანში და სხვა ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერდნენ თეირანის სარაკეტო, ბირთვულ და თავდაცვის პროგრამებს. ამის შესახებ -ის ხაზინამ განაცხადა.
დეპარტამენტის ცნობით, სანქციები მიემართება „შესყიდვის სამ ქსელს“, რომლის მეშვეობითაც ირანი თავისი რაკეტებისთვის ნახშირბადის ბოჭკოებს ყიდულობდა.
შემაკავებელი ზომები შეეხო კომპანიებს ირანიდან, თურქეთიდან, ომანიდან და გერმანიიდან, ასევე რიგ ფიზიკურ პირებს. კერძოდ, სანქცირებული იქნა გერმანული Mazixon GmbH and Co KG და თურქული Gokler Dis Ticaret Limited Sirketi.
„აშშ გააგრძელებს თავისი შესაძლებლობების გამოყენებას შესყიდვების ამ ქსელების ჩაშლის მიზნით და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა ეხმარებოდნენ ირანს უპილოტო თვითმფრინავების და რაკეტების განაწილებაში“, – განაცხადა ხაზინის მდივანმა ბრაიან ნელსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ