აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, ევროპამ უნდა მიბაძოს მათ – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს დასანქცირებას და აცხადებს, რომ ახლა უკვე ევროკავშირმაც უნდა მიბაძოს -ს
მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს თბილისში ჩასვლისკენ მოუწოდა.
“როგორც იქნა, აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. ევროპამ უნდა მიბაძოს მათ. წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძირფასო, კაია კალას, მარტა კოს, დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ. საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია ევროპული უსაფრთხოებისთვის”, – წერს იგი პლატფორმა X-ზე.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიული ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი .
ფორუმი