აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი ღაზაში ცეცხლის „დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი შეწყვეტის“ გარდა, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა.
„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არცერთ ზომას, რომელიც „ჰამასს“ არ გმობს და მას იარაღის დაყრისკენ და ღაზის სექტორის დატოვებისკენ არ მოუწოდებს“, – განაცხადა გაერო-ში -ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.