-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს ფრანჩესკა ალბანეზეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს ფრანჩესკა ალბანეზეს სანქციები დაუწესა.
როგორც -ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ამის მიზეზი ალბანეზეს მიერ საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში ქმედებები გახდა.
„დღეს სანქციებს ვუწესებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელ ფრანჩესკა ალბანეზეს, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში მისი არალეგიტიმური და სამარცხვინო მცდელობის გამო, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და მენეჯერების წინააღმდეგ ქმედებების ინიცირების მიზნით.
ალბანეზეს მიერ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკური და ეკონომიკური ომის კამპანიას აღარ მოვითმენთ. ჩვენ ყოველთვის დავუდგებით მხარში ჩვენს პარტნიორებს მათი თავდაცვის უფლებაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის სამართლებრივი ზეწოლის საპასუხოდ და ჩვენი სუვერენიტეტისა და მოკავშირეების დაცვის მიზნით“, – წერს რუბიო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს