-მა ბერლინს Rosneft Deutschland–ის საკითხის გადასაჭრელად ვადა დაუწესა – Bloomberg

ვაშინგტონმა ბერლინს ექვსთვიანი ვადა დაუწესა მსხვილი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული აქტივების საკუთრების საკითხის გადასაჭრელად, რაც მათ დროებით გაათავისუფლებს -ის ახალი სანქციებისგან, იტყობინება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანელ კოლეგებს აცნობა, რომ გერმანული „როსნეფტისთვის“ (Rosneft Deutschland) შეზღუდული, არა განახლებადი ზოგადი ლიცენზიის მინიჭების საკითხს განიხილავდა.
წყაროების ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები აფასებენ იდეას და უახლოეს დღეებში გასცემენ პასუხს. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კეტრინ რაიხე აპირებს ამ საკითხის განხილვას დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაში ტორონტოში გაიმართება.