აშშ-მა ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა

ალექსანდრე ლუკაშენკო -ის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ს წარმომადგენლის, ჯონ კოულის განცხადებით, აშშ-მა ავიაკომპანია Belavia-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ბელარუსის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას და მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. მსურს, აქ განვაცხადო, რომ ჩვენ Belavia-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოვხსენით. ეს ოფიციალურია“, – განაცხადა ჯონ კოულმა.
შეხვედრაზე კოულმა ლუკაშენკოს დონალდ ტრამპისგან წერილი გადასცა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსს აშშ-თან ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობის დიდი ინტერესი აქვს.
„ვფიქრობ, თქვენ ეკონომიკური სფეროს თვალსაზრისით ინტერესები ბელარუსში გაქვთ და ბელარუსის მეშვეობით რუსეთში. ბუნებრივია, რომ ეკონომიკის მხრივ თქვენს გლობალურ სახელმწიფოსთან დიდი ინტერესი გვაქვს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.